„მერიის მხრიდან მცირე და საშუალო კაფე – ბარები მიღებენ 5000 ლარიან დახმარებას ერთჯერადად“ – შოთა ბურჯანაძე „მედიაცენტრ მთავარში“

„პირველი სერიოზული ნაბიჯი, რაც მერიამ გადადგა ეს იყო გარე სივრცეები გადასცემოდა მათ და გათავისუფლებულიყვნენ გადასახადებისგან,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ „რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა“ შოთა ბურჯანაძემ განაცხადა.

ბურჯანაძე იმ პოზიტიურ შეთავაზებებზე საუბრობს, რაც სარესტორნო ბიზნესს მერიის მხრიდან გაეწევა:

„შეხვედრა გვქონდა ირაკლი ხმალაძესთან და ორ საათში იქნა გადაწვეტილება მიღებული, რომ ყველა მერიის დაქვემდებარებაში არსებული ტერიტორია გათასუფლებული ყოფილიყო იჯარისგან.

მეორე ინიციატივით, მერიასთან შევთანხმდით საბრუნავ თანხაზე, რაც მისასალმებელი იყო ასევე, შეთავაზება მოიცავს შემდგეს, მერიის მხრიდან მცირე და საშუალო კაფე – ბარები მიღებენ 5000 ლარიან დახმარებას ერთჯერადად, ვინც მუშაობდნენ და ჰქონდათ ბრუნვა მათ ცხადია არ ესაჭიროებათ დახმარება.

ეს არის თბილისის ბიუჯეტის საჩუქარი,“ – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები