13 წლის მოზარდმა ბავშვი გააჩინა, არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის ბრალდებით კი 50 წლამდე მამაკაცია დაკავებული

სამართალდამცავებმა 16 წელს მიუღწეველ პირთან სქესობრივი კავშირის ბრალდებით გორის მუნიციპალიტეტში ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ვადით რვიდან თორმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შემთხვევა გორის მუნიციპალოტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანს, რომელთან სქესობრივი კავშირის გამოც მამაკაცი დააკავეს, 13 წლის ასაკში შვილი შეეძინა და იგი სოციალური სააგენტოს ბავშვთა ზრუნვის სამსახურის მზრუნველობის ქვეშ იმყოფება.

მსგავსი თემები