„დასკვნების შემდეგ გახდება ცნობილი მკვლელობა იყო თუ თვითმკვლელობა“ – ალექსანდრე გეჯაძე გარდაცვლილ ჯარისკაცზე

ჯარისკაცის გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით ექსპერტები დასკვნას ელოდებიან, ალქესანდრე გეჯაძე ამბობს, რომ ვერსიები, როგორც მკვლელობის, ისევე თვითმკვლელობის დასაშვებია:

„შუბლის არეში არსებული ჭრილობა უნდა ასახავდეს ტყვიის შემავალ ხვრელს, მეორე ჭრილობა კი გამოსავალი, სავარაუდოდ ჭრილობის არსის მიმართულებაა ზემოდან ქვემოთ, საკუთარი ხელით შეეძლო თუ არა მიეყენებინა ჯარისკაცს დაზიანება, ამისათვის საჭიროა სროლის მანძილის დადგენა.

ცხადია ჩატარდებოდა ფიზიკურ – ტექნიკური კვლევა და ამ დასკვნების შემდეგ გახდება ცხადი ადგილი ჰქონდა მკვლელობას თუ თვითმკვლელობას,“ – აცხადებს ალექსანდრე გეჯაძე.

ჯარისკაცის ოჯახი მომხდარს პირად პრობლემას უკავშირებს.

ცნობისთის, მომხდართან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრომ დღეს დილით ინფორმაცია გაავრცელა:

„ მე-4 მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურემ, I კლასის რიგითმა ჯ.ძ.-მ განწესში მორიგეობის დროს თვითმკვლელობის მიზნით, თავისივე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი თემები