„როგორც ვიცით ეს უბედური შემთხვევა მეგობარ გოგოსთან დაკავშირებით მოხდა“ – დაღუპული ჯარისკაცის ძმა

 სამხედრო მოსამსახურემ გუშინ გვიან ღამით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს თვითმკვლელობის მიზნით თავისივე ავტომატური იარაღიდან გაისროლა.

ჯარისკაცი დაუყონებლივ გადაიყვანეს საავადმყოფოში შესაბამისი სამედიცინო მომსახურების აღმოჩენის მიზნით, თუმცა სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

„როგორც ვიცით ეს უბედური შემთხვევა მეგობარ გოგოსთან დაკავშირებით მოხდა, ჯარში ანერვიულების ფაქტის არანაირი შემთხვევა არ ყოფილა, პირიქით ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა ბიჭებთანაც, სერჟანტებთანაც, ოფიცრებთანაც“, – განაცხადა გარდაცვლილი სამხედროს ძმამ.

მსგავსი თემები