რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავის ციხისკენ, სადაც ნიკა მელია იმყოფება, ავტომობილებით მსვლელობა გაიმართება

  •  

დღეს, 4 მარტს, რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავის ციხისკენ, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიაა მოთავსებული, ავტომობილებით მსვლელობა გაიმართება. მსვლელობა 13:00 საათზე დაიწყება.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, თინა ბოკუჩავას თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, ოპოზიციამ ერთობლივად იმოქმედოს, მათ შორის, საპროტესტო აქციების ორგანიზებისას.

„აქცია, რომელიც უნდა გამართულიყო კანცელარიასთან პიკეტის ფორმით, შეიცვალა და ეს იქნება მსვლელობა ავტომობილებით, რომელიც დაიწყება რესპუბლიკის მოედანზე 13:00 საათზე და წავა რუსთავისკენ, სადაც არის პოლიტპატიმარი ნიკა მელია. 13 მარტის აქცია გადავდეთ 20 მარტისთვის“, – აცხადებს თინა ბოკუჩავა.

მსგავსი თემები