„ასტრაზენეკას“ ვაქცინას საქართველო მაისის ბოლომდე მიიღებს

„კორონავირუსის“ საწინააღმდეგო ვაქცინის ქვეყანაში შემოტანა-არშემოტანის საკითხი ისევ პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი თემაა. ოპონენტები ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვენ, სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ქვეყანა „ასტრაზენეკას“ 129 600 დოზას მიიღებს.

„საწყის კომუნიკაციაში, რომელიც ჩვენთვის თებერვალში გახდა ცნობილი, მითითებული იყო 144 000 დოზაზე მეტი რაოდენობა – 314 000 დოზამდე.  თუმცა ეს რაოდენობა იყო განსაზღვრული ივნისის ბოლომდე. „კოვაქსი“ აზუსტებს, რომ, რაოდენობა, რომელიც გუშინდელ კომუნიკაციაშია აღწერილი, არ ნიშნავს საქართველოსთვის გამოყოფილი ვაქცინის დოზების შემცირებას. ივნისში მისაღები რაოდენობა დამატებით დაზუსტდება. ამდენად, ჩვენ ახლა ვსაუბრობთ მაისის ჩათვლით მისაღებ რაოდენობებზე, რომლის მოწოდებაც უკვე მალე უნდა დაიწყოს. ჩვენ  თანხა სრულად გვაქვს გადახდილი და ველოდებით კონკრეტულად ავიარეისის თარიღს, როდის შემოვა ქვეყანაში ვაქცინა.

„ასტრაზენეკასთანაც“ 150 000 დოზაზე მიმდინარეობდა მოლაპარაკება, გარკვეულწილად გართულდა ვაქცინების განაწილება, რადგან „კოვაქსმა“ ძალიან აქტიურად მოითხოვა თავისთვის კუთვნილი და გარანტირებული დოზები. ამაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობით აქტიურად მიდის მოლაპარაკებები. ვფიქრობთ, უახლოეს პერიოდში ეს საკითხიც უკვე საბოლოოდ დაზუსტდება და დოზებს, რომელზეც მუშაობა დიდი ხანია, დაწყებული გვაქვს, ქვეყანა უმოკლეს პერიოდში მიიღებს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ მედიასთან.

შეგახსენებთ, რომ ვაქცინა 108 ქვეყანამ უკვე მიიღო. მათ შორისაა ჩვენი მეზობელი სომხეთი და აზერბაიჯანი.   

მსგავსი თემები