“სად არის ვაქცინა” – მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია მიმდინარეობს

საქართველოში ვაქცინა იგვიანებს. ისევ არავინ იცის კონკრეტული თარიღი, როდის გამოიყენებენ ქვეყანაში COVID -19-ის საწინააღმდეგო პრეპარატს.

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და ჯანდაცვის ექსპერტები ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია-პერფორმანსს მართავენ. 

აქციის მონაწილეები, მოითხოვენ პასუხი გაეცეს კითხვას – სად არის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა და რატომ იგვიანებს მისი შემოტანის პროცესი.

“დღევანდელი აქცია-პერფორმანსი არის მდუმარე აქცია, რომელიც კიდევ ერთხელ დააფიქსირებს პროტესტს, რომელიც საზოგადოებაში არსებობს, იმ უმოქმედობასთან დაკავშირებით, რომელიც ვაქცინებთან დაკავშირებით გამოიჩინა ჩვენმა მთავრობამ. ეს არის უნიათობა, ეს არ არის არაპროფესიონალიზმი, ეს არის სურვილის არ ქონა,” – განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის მმართველმა პარტნიორმა გიორგი ჩალაძემ.

მსგავსი თემები