„ერთ – ერთი დაკავებული გორის მერიის მაღალჩინოსანის დისშვილია“ – ბადრი ბასიშვილი „მედიაცენტრ მთავრთან“ ოფისის დარბევის დეტალებზე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შიდა ქართლის რეგიონალური ხელმძღვანელი, ბადრი ბასიშვილი ამბობს, რომ ოფისის დარბევაში ხოჯევანიშვილების დაჯგუფება მონაწილეობა, ის კონკრეტული მაღალჩინოსნების ნათესავებს ასახელებს და ამბობს, რომ 6 თავდამსხმელიდან მხოლოდ სამია დაკავებული. ბასიშვილის მიაჩნია, რომ მომხდარი პოლიტიკური ანგარიშწორებაა:

„6 თავდამსხმელიდან მხოლოდ 3 დააკავეს, დანარჩენს მალავენ, ხმების ქურდი ხოჯევანიშვილების დაჯგუფებებია.

ერთ – ერთი დაკავებული გორის მერიის მაღალჩინოსანის დისშვილია,“ – ამბობს „მედიაცენტრ მთავრთან“ ბადრი ბასიშვილი.

შეგახსნებთ, რომ დღეს სამართალდამცავებმა „ენმ“ – გორის ოფისი დარბევის ფაქტზე სამი პირი დააკავა.

მსგავსი თემები