„თქვენ არ ხართ მარტო, ევროკავშირი თქვენს გვერდით არის“ – რა გზავნილი დატოვა შარლ მიშელმა საოკუპაციო ზოლთან

რამდენიმე დღის წინ საქართველოს ევროპის საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი სტუმრობდა, ერთ – ერთი მთავარი გზავნილი, რაც შარლ მიშელმა დატოვა საოკუპაციო ხაზიდან მსოფლიოს და რუსეთის გასაგონად გაისმა.

სოფელ ხურვალეთში მიშელი ადგილობრივებს შეხვდა.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო საკუთარი თვალით მენახა ადგილზე სიტუაცია, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ჩემთვის მნიშვნელოვანია ვუთხრა ადგილობრივებს, რომ თქვენ მარტო არ ხართ, საჭიროა მოხდეს იმ რეფორმების გატარება, რაც სასიცოცხლოდ საჭირო იქნება მოსახლეობისთვის.

ჩემი აქ ყოფნა არის შესაძლებლობა გამოვხატო თანადგომა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის.“ – აღნიშნა მიშელმა სოფელ ხურვალეთში.

შეგახსნებთ, რომ შარლ მიშელმა ქვეყანა 2 მარტს დატოვა.

მსგავსი თემები