“რეგულაციების მოხსნამ შეიძლება ინფიცირების მატება გამოიწვიოს” – თენგიზ ცერცვაძე

სპეციალისტების თქმით, თუ საზოგადოება პირბადის ტარების მაჩვენებელს გაზრდის, ქვეყანა შემდგომი ეპიდაფეთქების თავიდან აცილებას შეძლებს.

“შეიძლება რეგულაციების მოხსნამ გამოიწვიოს გარკვეული მატება. პირადად მე მუდმივად მხარს ვუჭერდი მხოლოდ ეტაპობრივ მოხსნას და თავის შეკავებაზე მოვუწოდებდი ერთბაშად მოხსნისგან, რამეთუ ამან შეიძლება გვაიძულოს უკან დავუბრუნდეთ შეზღუდვებს. თუ დავიცავთ მინიმალურ რეგულაციებს, პირბადეებს დახურულ და ღია სივრცეში, სოციალურ დისტანცირებას, მაშინ ჩვენ უმტკივნეულოდ გადავიტანთ ამ შეზღუდვების მოხსნას და არ დაგვჭირდება დავუბრუნდეთ ისევ ლოკდაუნს,” – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მსგავსი თემები