ინფიცირებულია სკოლის დირექტორი, მასწავლებლები და მოსწავლეები

  •  

სასწავლო პროცესის განახლებიდან რამდენიმე დღეში თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში კორონავირუსმა იფეთქა. ამ ეტაპისთვის ინფიცირებულია სკოლის დირექტორი, მასწავლებლები, დარაჯი და მოსწავლეები. შემთხვევა იოსებიძის ქუჩაზე მდებარე 161-ე საჯარო სკოლაში მოხდა.

სკოლის ადმინისტრაციაში ადასტურებენ, რომ 21 თანამშრომელი თვითიზოლაციაში იმყოფება.

“კორონავირუსი ოთხ მასწავლებელს დაუდასტურდა. ასევე, სხვა თანამშრომლებს.  იზოლაციაში  18 მასწავლებელი იმყოფება. ასევე,  ინფიცირებულია მოსწავლეები, სკოლაში დეზინფექცია ჩატარდა“  – აცხადებენ სკოლის ადმინისტრაციაში.

რაც შეეხება სასწავლო პროცესის შეწყვეტას, ამ ეტაპზე მსგავსი გადაწყვეტილება მიღებული არ არის. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დისტანციურ სწავლებაზე მხოლოდ ის კლასები გადავლენ, სადაც ვირუსი დაფიქსირდა. „კოვიდ 19“ სულ ექვს კლასში გავრცელდა.

მსგავსი თემები