„ვაქცინების არჩევანი გაიზარდა, 11 ვაქცინას იყენებენ ამ ეტაპზე“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავრში“

„ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ვაქცინების რაოდენობა და ვაქცინაციის პროცესი დროზე დაწყებამ თუმცა დროზე დაწყებას უფრო ფსიქოლოგიური ხასიათი აქვს,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა. პროფესორი მიიჩნევს, რომ მთავრი პრობლემა ვაქცინის რაოდენობაა და არა მისი დაგვიანება:

„წლის ბოლოსთვის განსაზღვრულია მოსახლეობის 60% – ის აცრა, დაგვიანებაში დრამატული არაფერია, მთავრია შევძლოთ დიდი რაოდენობის შემოტანა და ვფიქრობთ, რომ ამოცანაა, რომლის მიღწევაც შესაძლებელია, განსაზღვრულია სამედიცინო დაწესებულებებიც, სადაც უდნა ჩატარდეს ვაქცინაცია, თეორიულად ქვეყანა მზადაა, კარგი იქნება თუ ამ პროცესს დავიწყებთ მარტის თვეში და ყოველ თვიურად იქნება მზარდი, ვაქცინების არჩევანი გაიზარდა 11 ვაქცინას იყენებენ ამ ეტაპზე,“ – განაცხადა ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები