“სვისტოკით” და საფეხბურთო ატრიბუტებით დიალოგი არ დგება” – ირაკლი ქადაგიშვილი

პარლამენტთან დღეს დილიდან მიმდინარე პროცესებს მმართველ გუნდში ეხმაურებიან – პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, რადიკალურ ოპოზიციის მიერ ადამიანთა ჯგუფების შეკრებას არანაირი ზეგავლენა და მიზანი მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით არა აქვს.

“რადიკალურ ოპოზიციას სჭირდება გარკვეულწილად სახის შენარჩუნება, რომ ვითომ მან რაღაც წარმატებას მიაღწია, თავისი მომხრეების გამხნევება და ეს შემოსასვლელებში ადამიანთა ჯგუფების შეკრება – ეს სწორედ ამას ემსახურება, რომელსაც ვიმეორებ, არანაირი რეალური ზეგავლენა და მიზანი ამ მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით არა აქვს და ძირშივე ეწინააღმდეგება იმ სულისკვეთებას, რა სულისკვეთებითაც ევროსაბჭოს პრეზიდენტი მიმართავდა ქართულ პოლიტიკურ სპექტრს. დიალოგის ფორმატში უნდა ხდებოდეს ყოველგვარი გადაწყვეტილების მიღება. “სვისტოკით” და საფეხბურთო ატრიბუტებით დიალოგი არ დგება როგორც წესი,” – აცხადება ირაკლი ქადაგიშვილი.

მსგავსი თემები