“შეხვედრიდან გამოსულმა ჩვენმა ოპონენტებმა სცადეს სპეკულირება, თითქოს იქ ვადამდელ არჩევნებზე იყო საუბარი” – მამუკა მდინარაძე

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიაციით გამართულ შეხვედრაზე, ვადამდელ არჩევნებზე საუბარი არ ყოფილა.

მამუკა მდინარაძე ოპოზიციას სპეკულაციაში ადანაშაულებს და განმარტავს, რომ შეხვედრაზე ვადამდელ არჩევნებზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა. 

“რაც შეიძლება მოკლე დროში ჩვენ უნდა მოვახერხოთ და ვიპოვოთ ერთმანეთთან გადაკვეთის წერტილები. რაღაც საკითხებზე იქნება მზაობა და არის იქ ისეთი საკითხები, რომელზეც უკვე ქმედითი მზაობაა გამოცხადებული. არის იქ რაღაც საკითხები, რაც არ განიხილება მაგალითად რიგგარეშე არჩევნები. გუშინ შეხვედრიდან გამოსულმა ჩვენმა ოპონენტებმა სცადეს სპეკულირება, რომ თითქოს, იქ ვადამდელ არჩევნებზე იყო საუბარი. პირიქით, ამ საკითხზე საუბარი არ არის,”- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი თემები