აფეთქების შედეგად, 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა

გარდაბანში მომხდარი აფეთქების შედეგად, 15 წლის მოზარდი ვერ გადაარჩინეს. ის საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა.   

აფეთქება გარდაბანში, დაუსახლებელ ტერიტორიაზე, სკოლის მიმდებარედ მოხდა.  ბავშვები სკოლიდან შინ ბრუნდებოდნენ, რა დროსაც აფეთქების ხმა გაისმა.

აფეთქებისას ორი მოზარდი დაშავდა. წინასწარი ინფორმაციით, მათ ხელყუმბარის მსგავსი ნივთიერება აუფეთქდათ, რომელიც ტერიტორიაზე იპოვეს.

ისინი გარდაბნის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. ერთ-ერთის, 15 წლის მოზარდის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, ვერაფერი უშველეს.

„შემოყვანეს 2 ბავშვი, ერთის მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო, პულსი ძაფისებრი. ჰემორაგიული შოკით. წნევა არ ისინჯებოდა. პირდაპირ საოპერაციოში შევიყვანეთ, სამწუხაროდ,  ვერ გადავარჩინეთ. მეორეს მდგომარეობა სტაბილურია. ბავშვი შოკირებულია“ – აცხადებენ კლინიკაში.  

ადგილზე სამართალდამცველები და კრიმინალისტები მუშაობენ. 

მსგავსი თემები