გარდაბანში აფეთქება მოხდა, დაშავდნენ ბავშვები

გარდაბანში, დაუსახლებელ ტერიტორიაზე, სადაც სხვადასხვა სახის ნარჩენებია განთავსებული, აფეთქება მოხდა. დაშავებულები არიან არასრულწლოვნები, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

აფეთქების შედეგად, ერთ-ერთი დაშავებული მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ რთულია. მას სხვადასხვა სახის ჭრილობა აქვს მიღებული.

ერთ-ერთი ინფორმაციით, ბავშვები სწავლის დასრულების შემდეგ აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილდებოდნენ, რომელიც სკოლის მიმდებარედ მდებარეობს. სავარაუდოდ რაღაცას ეძებდნენ, რა დროსაც გარკვეული ნივთიერაბა თუ დეტალი აფეთქდა. სავარაუდოდ, საუბარია ხელყუმბარაზე.

ამ წუთებში ტერიტორია შემოსაზღვრულია და ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ.

მსგავსი თემები