საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 10 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 10 პაციენტი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 520-ს შეადგენს.

დღეს საქართველოში კორონავირუსი 160 ადამიანს დაუდასტურდა, 409 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 28 თებერვალს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 248 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 525 პაციენტი, 11 კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები