შარლ მიშელის ვიზიტისას ვაქცინის თანაბარ გადანაწილებაზეც იმსჯელებენ

მსოფლიოში “კოვიდვაქცინების” სამართლიანი განაწილება ერთ-ერთი თემა ინება, რაზეც საქართველოში ევროპის  საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ვიზიტისას განიხილავენ. საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკანიანის განცხადებით, აღნიშნულ საკითხში ევროკავშირის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის.     

“ბუნებრივია საუბარი შეეხება პანდემიასთან დაკავშირებულ ვითარებას. მოგეხსენებათ, ევროკავშირმა საქართველოს აღმოუჩინა უმნიშვნელოვანესი დახმარება როგორც უშუალოდ კოვიდ-19-ის შეკავების, ისე მისგან მომდინარე სოციალ-ეკონომიკურ გამოწვევებთან გასამკლავებლად. მნიშვნელოვანია ევროკავშირის მხარდაჭერა და სოლიდარობა ზოგადად ვაქცინების თანაბარი გადანაწილების პროცესში და ევროკავშირის მხარდაჭერა ვაქცინების საჭირო რაოდენობის მიღების მიზნით და ეს ვიზიტი ბუნებრივია ამ მიმართულებითაც იქნება მნიშვნელოვანი”-განაცხადა მინისტრმა.

შარლ მიშელი საქართველოს პირველად ესტუმრება. პრეზიდენტი დღეს ჩამოდის და ქვეყანას 2 მარტს დატოვებს.

მსგავსი თემები