„ოღონდ თქვენ” შიში გადალახეთ და სტიქარს ჩავიცვამ და მონასტერში წავალ“ – ირაკლი ოქრუაშვილი

„ხალხი იმიტომ არ გამოდის აქციებზე, რომ ოპოზიციაში ძველი სახეების დანახვა მობეზრდაო“ – ამის შესახებ პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ირაკლი ოქრუაშვილი საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენლის მოსაზრებას ეხმაურება:

„ხალხი იმიტომ არ გამოდის აქციებზე, რომ ოპოზიციაში ძველი სახეების დანახვა მობეზრდაო – დროდადრო წააწყდებით ასეთ მოსაზრებას.

ოღონდ თქვენ “თქვენ” შიში გადალახეთ, რამეზე ხმა ამოიღეთ და,  აღარც აქციებზე ვივლი, აღარც ტელევიზორში დაგენახვებით, აღარც ციხეში წავალ.

აღდგომას ჩაქაფულსაც არ გავაკეთებ, ინგლისურ მანქანას საერთოდ აღარ ვიყიდი, ყველა ქოცს ზეინტელექტის მქონედ ვაღიარებ, არათუ ბიძინას, მიშა ქარელსაც აღარ შევაგინებ, სტიქარს ჩავიცვამ და მონასტერში წავალ, მეტი რა ვქნა, თავს ხომ არ მოვიკლავ? იქნებ მართლა მოვიდეს კარგი დრო,“ – წერს ირაკლი ოქრუაშვილი.

მსგავსი თემები