რუსთაველის გამზირზე აქცია-კონცერტი გვიან ღამემდე მიმდინარეობდა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქცია-კონცერტი გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. სამოქალაქო აქტივისტები კარვებში იმყოფებოდნენ.

გზის სავალ ნაწილზე აქტივისტებმა კარავი დღისით დადგეს. სამართალდამცველებმა რამდენჯერმე მოუწოდეს აქტივისტებს, გაეთავისუფლებინათ გზის სავალი ნაწილი. ამ საკითხზე მცირე შელაპარაკებაც მოხდა. აქტივისტები პარლამენტთან ამ დრომდე რჩებიან. ისინი სამი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ხელისუფლებას ორკვირიან ვადას აძლევენ.

მსგავსი თემები