„მიუღებელია და მათთან შეგუება დაუშვებელია“ – აშშ-ს საელჩო ჟურნალისტზე თავდასხმის ფაქტზე

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს ეხმიანება და ხელისუფლებას მიმართავს.

„აშშ-ის საელჩო გმობს ჟურნალისტ ვახო სანაიასა და მის ოჯახზე თავდასხმას. ჟურნალისტებზე თავდასხმები მიუღებელია და მათთან შეგუება დაუშვებელია. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, აღნიშნულ საქმესთან ერთად, სრულად გამოიძიონ ჟურნალისტებზე ძალადობის სხვა გაუხსნელი საქმეები“ – ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც საელჩო ავრცელებს.  

მსგავსი თემები