საქართველოს რკინიგზა მგზავრების გადაყვანას 27 თებერვლიდან განაახლებს

რკინიგზა, ისევე როგორც სხვა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მუშაობის განრიგს იმ საათობრივი შეზღუდვებიდან გამომდინარე ააწყობს, რომელიც კორონავირუსიდან გამომდინარე ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს.

ხუთი მიმართულებით სარკინიგზო რეისები რეგულარულ რეჟიმში იმუშავებს.

საქართველოს რკინიგზის მგზავრთა გადაყვანის დირექტორი დაჩი ცაგურია შეზღუდვებიდან გამომდინარე დაწესებულ იმ სტანდარტებზე საუბრობს, რომლის გათვალისწინებაც რკინიგზით მოსარგებლე მგზავრებსაც მოუწევთ.

“მატარებელში მგზავრობა პირბადით იქნება სავალდებულო, დეზობარიერის გამოყენება ასევე იქნება აუცილებელი, ხელი უნდა დაიმუშავონ ცხადია მატარებელში შესვლისას ყველა მგზავრმა.

კოვიდის მატარებელში გადაცემის არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა.

საქართველოს რკინიგზა მკაცრად იცავს და დაიცავს უსაფრთხოების ყველა წესს. ასევე, მოვუწოდებთ მგზავრებსაც, რომ დაგვეხმარონ და ერთად დავიცვათ უსაფრთხო გარემო,” – განაცხადა დაჩი ცაგურიამ.

შეგახსენებთ, რომ სამ თვიანი პაუზის შემდეგ რკინიგზა მგზავრების გადაყვანას განაახლებს. გადაწყვეტილების შესახებ განცხადება დღეს საქართველოს რკინიგზაში გაკეთდა. მიმოსვლა აღდგება ხუთი მიმართულებით – ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, ფოთი და ოზურგეთი.

ბილეთების ონლაინ გაყიდვა დღეიდან დაიწყო, ხოლო რკინიგზისა სალაროების მეშვეობით ბილეთების შეძენ უკვე ხვალიდან ამუშავდება.

მსგავსი თემები