“ხელახალი არჩევნები 20 დღის ვადაში უნდა დაინიშნოს” – ვეტერანი მორაგბეები “მედიაცენტრ მთავარში”

“მოთამაშეებს უკვე უჭირთ რომ თავისი მოვალეობა კარგად შეასრულონ,” – ამის შესახებ “მედიაცენტრ მთავარში” ვეტერანმა მორაგბემ, ლევან ობოლაძემ განაცხადა.

რაგბის კავშირის თავმჯდომარის ჩაშლილი არჩევნების შემდეგ, ხელახალი არჩევნები 20 დღის ვადაში უნდა დაინიშნოს.

გუშინ, პროცესი კვორუმის არარსებობის გამო ვერ შედგა, არჩევნებში ერთი კანდიდატი, სოსო ტყემალაძე მონაწილეობდა. ვინ დაიკავებს პოსტს, რომელზეც თვეებია სხვადასხვა კანდიდატი იბრძვის, ისევ ბუნდოვანია, ცოტა ხნის წინ მორაგბეების ნაწილმა სამომავლო გეგმებზე პრესკონფერენციაზე ისაუბრა. 

“საშეჯიბრო კომიტეტი პირდაპირ გაიძულებს რომ თამაშები შედეგს, ხელფასები კი არ არის. მოთამაშეებს უკვე უჭირთ რომ თავისი მოვალეობა კარგად შეასრულონ,”- განაცხადა ვეტერანი მორაგბემ, ლევან ობოლაძემ “მედიაცენტრ მთავარში.” 

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები