“ოპოზიციას კიდევ ერთხელ ვურჩევ, შეწყვიტოს სახელმწიფოს გამოცდა” – არჩილ თალაკვაძე

ოპოზიციას კიდევ ერთხელ ვურჩევ, შეწყვიტოს სახელმწიფოს გამოცდა და დაუბრუნდეს ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს პარლამენტში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, ახლა ქვეყანას გაძლიერება სჭირდება და არა დესტაბილიზაცია.

„ოპოზიციას ვურჩევ, რომ დაასრულოს სახელმწიფოს გამოცდა და დაუბრუნდეს ხალხის სამსახურს, დაბრუნდეს პარლამენტში და მონაწილეობა მიიღოს ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში. ამ ვითარებიდან გამოსავლად მიმაჩნია, რომ ყველა ოპოზიციური პარტია, რომელიც საზოგადოების ნაწილმა აირჩია, ჩაერთოს პარლამენტის საქმიანობაში, დისკუსია პარლამენტში გადავიტანოთ და იქ ვიმუშაოთ იმ მთავარ საკითხებზე, რაც დღეს ქვეყანას აწუხებს. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია დეოკუპაციის პროცესი, განვაგრძოთ მუშაობა ეკონომიკური გამოწვევების მიმართულებით, მნიშვნელოვანია პანდემიური კრიზისის მართვა და სწრაფი ეკონომიკური აღდგენა. ახლა ქვეყანას სჭირდება გაძლიერება და არა დესტაბილიზაცია და დაპირისპირება. ვფიქრობ, პარლამენტში ყველა მთავარ საკითხზე შეთანხმებას შევძლებთ და შევძლებთ, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობა ორიენტირებული იყოს საზოგადოების საჭიროებებზე“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი თემები