ევროსაბჭოს თანამომხსენებლების მორიგი მიმართვა საქართველოს ხელისუფლებას

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკანორ მელიას დაკავებასა და განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს მონიტორინგის საკითხებში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები მიმართავენ და დიალოგისთვის საერთო ენის გამონახვისკენ მოუწოდებენ.

ტიტუს კორლატეანი (რუმინეთი) და კლოდ კერნი (საფრანგეთი)  პოლიტიკურ სუბიექტებს დიალოგის ფორმატში დაბრუნებისკენ მიანიშნებენ.

„მიუხედავად იმისა, რომ არავინ უნდა იყოს კანონზე მაღლა, „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბ-ბინაზე პოლიციის თავდასხმამ და ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას  დაპატიმრებამ ზედმეტად გაამძაფრა ვითარება ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის და ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი გააღრმავა. საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას სჭირდება თავშეკავება, დიალოგი და კომპრომისი და არა ესკალაცია და დაპირისპირება“, – აცხადებენ  თანამომხსენებლები.

მსგავსი თემები