რაგბის კავშირის პრეზიდენტობის არჩევნები ჩაიშალა

კვორუმის უქონლობის გამო, რაგბის კავშირში პრეზიდენტის არჩევნები ჩაიშალა. არჩევნებს წინ უძღოდა დაპირისპირება რაგბისტებსა და პრეზიდენტობის ახალ კანდიდატს სოსო ტყემალაძეს შორის.

რაგბისტები ტყემალაძეს ურჩევდნენ, თავის საქმიანობას ბიზნესს და მშენებლობას მიხედოს და რაგბს თავი დაანებოს, რადგან, ის დილეტანტია და ამ საქმის არაფერი გაეგება.

ავჭალის სტადიონთან, სადაც არჩევნები მიმდინარეობდა, ერთხელ უკვე არჩეული პრეზიდენტის, ირაკლი აბუსერიძის მომხრეები შეიკრიბნენ და უსამართლობას აპროტესტებდნენ. მათი თქმით, კავშირს უკვე ჰყავს ლეგიტიმური პრეზიდენტი ირაკლი აბუსერიძის სახით და ის, რაც ხდება, ყველაფერი ფარსია. ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცველებიც.  

მსგავსი თემები