“მონდომების შემთხვევაში, მოინახება იურიდიული მექანიზმები, რომლითაც ნიკა მელიას გათავისუფლება შესაძლებელი იქნება” – ლევან იოსელიანი

ოპოზიციონერი დეპუტატის, ლევან იოსელიანის მოსაზრებით, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი დიალოგშია, პოლიტიკური მხარეები უნდა დასხდნენ და ერთმანეთთან ისაუბრონ.

როგორც ჟურნალისტებს იოსელიანმა განუცხადა, ნიკა მელიას დაპატიმრებამ ეს პროცესი კიდევ უფრო გაართულა და ჩიხში შეიყვანა, თუმცა საბოლოო ჯამში, დიალოგის გარდა სხვა გამოსავალი არ არსებობს.

„ნიკა მელია რომ უნდა გათავისუფლდეს და მოლაპარაკებების მაგიდის ერთ მხარეს უნდა იყოს, ეს პოზიცია სწორია. მონდომების შემთხვევაში, იურიდიული მექანიზმები მოინახება, რომელიც შესაძლებელს გახდის მის განთავისუფლებას.

ის საქმე, რომელზეც ნიკა მელიას ბრალი აქვს წარდგენილი, არის პოლიტიზებული. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ ხელისუფლება სასამართლოში თავიდანვე ერეოდა, როცა ამ საქმეზე ბრალი წაეყენა არა მხოლოდ მელიას, არამედ 20 ივნისის სხვა მონაწილეებს და არც ერთ სხვა პოლიციელს. კადრებში ჩანდა, რომ პოლიციელებმა უფლებამოსილებას გადააჭარბეს, თუმცა ისინი არ არიან პასუხისგებაში მიცემული“, – განაცხადა იოსელიანმა.

მსგავსი თემები