“თუ საქართველო დემოკრატიულ უკუსვლას განაგრძობს, მჭიდრო თანამშრომლობის გადაფასება მოგვიწევს” – ადამ კინზინგერი

ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ ეხმაურება.

“თუ საქართველო დემოკრატიულ უკუსვლას განაგრძობს, მჭიდრო თანამშრომლობის გადაფასება მოგვიწევს,” – ამის შესახებ ადამ კინზინგერმა განაცხადა.

ამერიკელი რესპუბლიკელი კონგრესმენის თქმით, მმართველი პარტიის პასუხისმგებლობაა დადგება თუ არა საქართველოს დემოკრატია საფრთხის წინაშე.

ადამ კინზინგერი ამ ეტაპზე სანქციებზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ ქვეყნის ავტორიტარიზმისკენ სვლა ხელს შეუშლის საქართველოს მხარდამჭერი აქტის წინ წაწევას.

მსგავსი თემები