ნიკა მელიას მხარდასაჭერად, რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავის ციხემდე დღეს ავტოკოლონებით მსვლელობა მოეწყობა

დღეს, 24 თებერვალს, ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად, რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებამდე, სადაც ოპოზიციის ლიდერი, ნიკა მელიაა მოთავსებული, მანქანების კოლონით მსვლელობას გეგმავს.

ცნობისთვის, სამართლდამცავებმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია გუშინ დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას აყვანის სპეცოპერაცია პარტიის ცენტრალურ ოფისში გამთენიისას დაიწყო. ოპერაციის ფარგლებში შსს-მ სპეციალური ტექნიკა და სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყენა. გაუშვა სპეციალური საშუალებები, მათ შორის ცრემლსადენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი, რითაც პარტიის ოფისში მყოფი პირები დაშალა.

მსგავსი თემები