ოპოზიცია მოლაპარაკებისთვის მზადაა, თუ მაგიდასთან ნიკა მელიაც იქნება

„ნაციონლური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დიალოგი მხოლოდ იმ შემთხვევაში შედგება, თუ მოლაპარაკების მაგიდასთან ნიკა მელიაც იქნება.

„ირაკლი ღარიბაშვილი  ეს განცხადება ცინიკურია, როდესაც ერთი ხელით ადამიანი გთავაზობს, დიალოგის მაგიდას მიუჯდე და მეორე ხელით ავტორია იმ ყველაფრის, რისი მოწმეც მთელი მსოფლიო იყო, თუ რა ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში. ჩვენ მზად ვართ, დიალოგის მაგიდას მივუსხდეთ, ოღონ იმ პირობით, რომ ამ დიალოგის მაგიდის ერთ მხარეს უნდა იჯდეს ნიკა მელია, ესაა ერთ-ერთი მთავარი პირობა.

მეორე, როდესაც პარლამენტში შესვლაზე საუბრობენ, ამასაც გააჩნია კონკრეტული ფასი და ეს ფასი არის ახალი არჩევნები ქვეყანაში. ამ შემთხვევაში ვართ მზად, დავსხდეთ დიალოგის მაგიდასთან და განვიხილოთ კონკრეტული თარიღები, როდის ჩატარდება ახალი არჩევნები ქვეყანაში“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც ოპოზიციას დიალოგს სთავაზობს.

მსგავსი თემები