აქციის მონაწილეები პარლამენტის წინ კარვებს შლიან

მთავრობის ადმინისტრაციის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ გადაინაცვლეს. მოქალაქეები, ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოს წინ კარვებს შლიან.

ამ ეტაპზე, მათ კარვების გაშლაში სამართალდამცველები ხელს არ უშლიან.

პარალელურად, პარლამენტის წინ შეკრებილები გზის გადაკეტვას ცდილობენ. ადგილზე იმყოფებიან უკვე ოპოციონერი ლიდერებიც. მთავრობის ადმინისტრაციიდან პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებმა გიგი უგულავას მოწოდების შემდეგ გადაინაცვლეს.

მსგავსი თემები