“ბედნიერებაა, მიუხედავად იმისა, რომ ნიკა დაიჭირეს, სისხლი არ დაიღვარა” – ანზორ მელია

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკანორ მელიას მამა, ექიმი ანზორ მელია შვლის დაკავებასთან დაკავშირებით პირველ შეფასებას აკეთებს და აცხადებს, რომ ბედნიერია, რომ მისი შვილის დაკავების მიუხედავად, სისხლი არ დაიღვარა.     

“არც ერთ მშობელს არ ვუსურვებ შვილის დაჭერას. ჩემი შვილი ქურდობაზე არ დაუჭერიათ, მექრთამეობაზე არ დაუჭერიათ, შვილი დაიჭირეს საქართველოს სიყვარულის გამო… ამას ნამდვილად ველოდი. მთელი ღამე არ მიძინია. დილას როდესაც ვნახე, მეუღლესაც ვუთხარი, რომ დაიწყო-მეთქი და ბედნიერებაა, მიუხედავად იმისა, რომ ნიკა დაიჭირეს, სისხლი არ დაიღვარა. ბედნიერი ვიყავი, რომ მთელი ღამე ნიკასთან ერთად სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები იმყოფებოდნენ და ნიკას მხარს უჭერდნენ. მე არ ვურეკავდი ნიკას და არც მივდიოდი ოფისში, იმიტომ, რომ ნიკა ჩემს დანახვაზე ყოველთვის ნერვიულობს, ამიტომ ამის საფუძველს არ ვაძლევდი. ნიკა ბოლო ორი თვეა არ მინახავს, რადგან არც ოჯახისთვის, არც მშობლებისთვის არ ეცალა. თავი ჰქონდა გადადებული“, – განაცხადა ნიკა მელიას მამამ. 

მსგავსი თემები