„ნიკა მელიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“ – სახალხო დამცველი

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკანორ მელია საპატიმრო დაწესებულებაში მოინახულეს. როგორც ომბუდსმენი ნინო ლომჯარია მედიასთან აცხადებს, დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

“ნიკა მელია უკვე მოინახულა ჩემმა წარმომადგენელმა. მეც ვაპირებ, რომ მოვინახულო. ცოტა ხნის წინ მაცნობეს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამ წუთის მდგომარეობით მოპყრობასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს, თუმცა მეც შევხვდები და გავესაუბრები” – განუცხადა სახალხო დამცველმა ჟურნალისტებს.

ნინო ლომჯარია ხელისუფლებას მიმართავს, სიტუაციის დეესკალაციისთვის ყველაფერი გააკეთოს.

„მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები სიტუაციის დეესკალაციისკენ. ჩემთვის ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯი იქნება ნიკა მელიას გათავისუფლება“, – აცხადებს ლომჯარია.

მსგავსი თემები