„გვინდა მოვუწოდოთ ხელისუფლებას, თავი შეიკავოს სისხლისღვრისგან“ – ქეთი ხუციშვილი

არასამთავრობო სექტორმა, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მომხდარ ოპერაციასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გააკეთა. ერთ-ერთი ორგანიზაციის,  ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ხელმძღვანელის, ქეთი ხუციშვილის შეფასებით, ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს დიალოგის აღსადგენად.  

„დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა გავაკეთეთ განცხადება, სადაც მკაცრად დავგმეთ მთავრობის ქმედებები და მოვუწოდეთ ორივე მხარეს , რომ იყოს თავშეკავება, არ მოხდეს ესკალაცია და არ გადავიდეს პროცესები სამოქალაქო დაპირისპირებაში. რადგანაც სიტუაცია განმუხტვის ნაცვლად მძიმდება. კიდევ ერთხელ გვინდა მოვუწოდოთ ხელისუფლებას, რომ თავი შეიკავოს სისხლისღვრისგან, თავი შეიკავოს ძალადობრივი დარბევებისგან და გააკეთოს ყველაფერი, რომ აღდგეს დიალოგი მასსა და ოპოზიციას შორის. გვინდა მოვუწოდოთ სამართალდამცავებს, ნუ დაემორჩილებით უკანონო ბრძანებებს… სერთაშორისო თანამეგობრობას გვინდა მოვუწოდოთ, რომ რაც შეიძლება აქტიურად ჩაერთონ მოლაპარაკების პროცესში, რაც შეიძლება აქტიურად სცადონ, რომ ეს დამძიმებული სიტუაცია განიმუხტოს“ – განაცხადა ხუციშვილმა.

მსგავსი თემები