„არაადამიანური მოპყრობა და წამება“ – სახალხო დამცველის შეფასება

  •  

ამ წუთებში, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში იმყოფება. როგორც მან მედიასთან განაცხადა, დახურულ სივრცეში წიწაკის „სპრეის“ გამოყენება წამების ტოლფასია.

„დასაზუსტებელია, რა ტიპის გაზი იქნა გამოყენებული, მაგრამ, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტით, წიწაკის სპრეის, გაზის გამოყენება დახურულ სივრცეში, იქ სადაც ადამიანებს არ აქვთ საშუალება დატოვონ ტერიტორია და მიიღონ დაუყოვნებლივი დახმარება, უტოლდება არაადამიანურ მოპყრობას და წამებასაც კი, იქიდან გამომდინარე, რომ ამ გაზს გამოყენებით მიღებული ტკივილი აღწევს სწორედ არაადამიანურ მოპყრობის და წამების ფორმებს“ – განაცხადა ლომჯარიამ მედიასთან და დასძინა, რომ საქართველოს მიმართ გაცემულია რეკომენდაცია, რომ წიწაკის სპრეი არ იყოს გამოყენებული დახურულ სივრცეში.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას აყვანის ოპერაციისას, სპეცდანიშნულების რაზმმა სწორედ ე.წ. წიწაკის სპერი გამოიყენა. 

მსგავსი თემები