“ერთადერთი ყველაზე დიდ პრობლემა რადიკალიზმია, რაც უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში” – კახა კალაძე

“ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე დღეს ენმ-ს ოფისთან მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საბედნიეროდ ნიკა მელიას აყვანის ღონისძიების დროს არავინ დაშავებულა.

აქვე კახა კალაძე ამბობს, რომ ოკუპაციის 100 წლის თავზე, სამწუხაროდ, კიდევ არ გვაქვს გაჯერებული კანონის პატივისცემა, რაც მისი თქმით, ავტომატურად იწვევს ერთმანეთის და სახელმწიფოს უპატივცემულობას.

“პირველი, რაც მინდა ვთქვა, საბედნიეროდ, აყვანის ღონისძიების დროს არავინ დაშავებულა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, დღევანდელმა დღემ გვაჩვენა ოკუპაციის 100 წლის თავზეც, რომ ჯერ კიდევ არ ვართ შეთანხმებული ელემენტარულ სახელმწიფოებრივ პრინციპებზე. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ გვაქვს გაჯერებული კანონის პატივისცემა, რაც ავტომატურად იწვევს ერთმანეთის და სახელმწიფოს უპატივცემულობას.

ერთადერთი, რაც ყველაზე დიდ პრობლემაა პოლიტიკური პარტიებისთვის, სახელმწიფოსთვის, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, წინსვლისთვის, მომავალზე ფიქრისთვის, ეს არის რადიკალიზმი და რადიკალიზაცია, რაც უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი გუნდის მთავარი მიზანია, რაც შეიძლება მალე გავხდეთ იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა ჰქვია,” – განაცხადა კახა კალძემ.

ერთადერთი, ყველაზე დიდ პრობლემაა რადიკალიზმია, რაც უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში

მსგავსი თემები