„სულით ავადმყოფები მართავენ ქვეყანას“ – გურამ ჩალაგაშვილი

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ნიკა მელიას დაკავების ფაქტს ეხმაურებიან. პარტია “გამარჯვებული საქართველოს“ ერთ – ერთი ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში თავის ყოფნის ვადის ამოწურვა დააჩქარა.

„ადამიანებს წიწაკის სპრეი მიასხეს, ხალხი გადაიყვანეს საავადმყოფოში. სულით ავადმყოფები მართავენ ქვეყანას, 23 თებერვალს სიმბოლურად საჩუქარი გაუკეთეს პუტინს.

ნიკა მელია გაუძლებს, ყველას გვაქვს გამოვლილი ამათი ციხე, მაგრამ ქვეყანა გაწირეს, ქვეყანა დაწიეს უკან, ხომ ნახეთ დასავლეთის განცხადებები ყველა შეშფოთებულია,“ – განაცხადა გურამ ჩალაგაშვილმა.

მსგავსი თემები