„არ შეიძლება გაზის გამოყენება დახურულ სივრცეში, ვერ შეგვაშინებენ“ – ხატია დეკანოიძე

ამ წუთებში, სპეცდანიშნულების რაზმები და სამართალდამცველები „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს ტოვებენ.  ნიკანორ მელიას დაკავების ოპერაცია დასრულებულია. სპეცოპერაციისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში იმყოფებოდნენ და სპეციალური  ცრემლსადენი საშუალება შეასხურეს.    

შენობაში პოლიტიკური ლიდერები და აქტივისტები იმყოფებოდნენ. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, ნიკა მელიას დაკავებით არაფერი დამთავრებულა, პოლიტიკური ბრძოლა ახლა იწყება.

„ვერ შეგვაშინებენ, რამდენს დაგვაპატიმრებენ, რამდენს გამოგვკეტავენ ბიძინა ივანიშვილის საპყრობილეში. ვაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი სამშობლოსთვის, რომელიც გვტკივა. არ შეიძლება გაზის გამოყენება, დახურულ სივრცეში ხალხი ცუდად არის. მე ნიკასთან ვიყავი ბოლომდე, ის დააკავეს გავრილოვებმა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ამ წუთებში, დაპირისპირება გრძელდება ეზოს პერიმეტრზე, სადაც სამართალდამცველები და აქტივისტები იმყოფებიან. დაკავებულია რამდენიმე აქტივისტი.  

მსგავსი თემები