„რადარებიდან უნდა გავაქროთ, გავანადგუროთ… ბავშვებს საჭმელი ენატრებათ“ – ელისაშვილი ღარიბაშვილს

„ხომ არ ფიქრობთ, რომ ამასობაში რადარებიდან ქრება და ნადგურდება საქართველო, სანამ თქვენ ოპონენტებთან დაჟინებით ბრძოლაში ხართ შესული, ასეთი ჟინით ხართ შეპყრობილი“ – მიმართა ალეკო ელისაშვილმა პრემიერ მინისტრობის კანდიდატს და დაინტერესდა, ხალხს ბოლოს როდის შეხვდა, ნავთლუღის ბაზარში თუ არის ნამყოფი.  

„რასაც ვაკვირდები, თქვენ მართლა გულწრფელად მიგაჩნიათ, რომ პოლიტიკოსის, პრემიერ-მინისტრის თუ მინისტრის მთავარი ფუნქციაა ებრძოდეს ოპოზიციას. რა თქმა უნდა, ეს თქვენი არჩევანია. გაიძახოდით: „რადარებიდან უნდა გავაქროთ, გავანადგუროთ“… ხომ არ ფიქრობთ, რომ ამასობაში რადარებიდან ქრება და ნადგურდება საქართველო. სანამ თქვენ ოპონენტებთან დაჟინებით ბრძოლაში ხართ შესული, ასეთი ჟინით ხართ შეპყრობილი, ქვეყანა ნადგურდება, ღატაკდება“ – მიმართა ელისაშვილმა ღარიბაშვილს.

მან შიმშილზეც ილაპარაკა და აღნიშნა, რომ ბავშვებს ნორმალური კვება ენატრებათ. ამ დროს კი მთავრობის მეთაურობის კანდიდატის მთავარი სამიზნე ოპოზიციის განადგურებაა.

„ბოლოს როდის ელაპარაკეთ ჩვეულებრივ ხალხს? მაგალითად, ნავთლუღის ბაზარში თუ გასულხართ? წლებია, მაღალ თანამდებობაზე ხართ, იქნებ კავშირი გაგიწყდათ და არ იცით, რომ ხალს ლუკმა-პური ენატრება?…ერთხელ არ გითქვამთ ქამრების შემოჭერა… ყოველ მეორე პენსიონერს წინასწარ, ნახევარი წლის პენსია აქვთ გამოტანილი….“ – მიმართა ელისაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტის ტრიბუნიდან.  

ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ბავშვებს საჭმელი ენატრებათ და ისე იზრდებიან, რომ ხორცი არ აქვთ გასინჯული – აი, ასეთ ქვეყანაში გამოდიხართ, მუშტებს აბრახუნებთ და ამბობთ, რომ ოპოზიცია უნდა გაანადგუროთ, – ამ განცხადებით ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა.

მსგავსი თემები