„საქმე გვაქვს ძალიან ცნობილ დამნაშავესთან, ბატონ ნიკანორ მელიასთან“ – ღარიბაშვილის მიმართვა საერთაშორისო პარტნიორებს

  •  

ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო პარტნიორებსა და მეგობარ ქვეყნებს მიმართავს და განუმარტავს, რომ თუ ადამიანი დამნაშავეა, პარტიის თავმჯდომარეობა მისთვის ინდულგენცია ვერ იქნება.

აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა საპარლამენტო ტრიბუნიდან გააკეთა და აღნიშნა, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნები, ნიკანორ მელიას საქმესთან დაკავშირებით, შეცდომაში არ უნდა შევიდნენ.    

„საქმე გვაქვს ძალიან ცნობილ დამნაშავესთან. ბატონ ნიკანორ მელიასთან, რომელიც არის უკვე დამნაშავე, სასამართლომ ის გამოაცხადა დამნაშავედ. კრიმინალთან, რომელიც ერთი თუ ორი თვის წინ მოგვევლინა პარტიის თავმჯდომარედ. რომელი პარტიის? – რევოლუციური, დესტრუქციული პარტიის თავმჯდომარედ. ერთადერთი მოტივით – რამენაირად ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან წარმოაჩინოს ვითარება იმგვარად, თითქოს ჩვენ ვდევნით პარტიის თავმჯდომარეს. საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ ორგანიზაბული შტურმი მოხდა სულ ცოტა ხნის წინ, როცა დაშავდა არაერთი ადამიანი. ჩვენ საქმე გვქონდა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან“ – განაცხადა ღარიბაშვილმა და პარტნიორ და მეგობარ ქვეყნებს მიმართა.   

„როგორ რეაგირებას მოახდენს სახელმწიფო თუ ანალოგიური შტურმი განხორციელდებოდა ევროპაში, ამერიკაში, ბრიუსელში, პარიზში, გერმანიაში? ამ განმარტებას ვაკეთებ ჩვენი მეგობრებისთვის, რომ ისინი შეცდომაში არ შევიდნენ. ინდულგენცია არ იქნება რომელიმე პარტიის თავმჯდომარეობა. ისინი ვერ შეიქმნიან ალიბს და ვერ დააღწევენ თავს მართლმსაჯულებას“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.   

მსგავსი თემები