„კატეგორიულიად ვაცხადებთ უარს რიგგარეშე არჩევნებზე, ეს საკითხი არ განიხილება, დახურულია“ – ირაკლი ღარიბაშვილი

ამ წუთებში, საკანონმდებლო ორგანო მინისტრთა კაბინეტის წევრებისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს იხილავს. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საპარლამენტო ტრიბუნაზე ოპოზიციასთან მოლაპარაკების საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი გამორიცხულია.   

„დღეს გამოდიან და გვეუბნებიან, თუ დამნაშავე არის პოლიტიკური პარტიის წევრი ან ტელევიზიის წარმომადგენელი, არ უნდა აღსრულდეს კანონი. ჩვენ ასეთ სახელმწიფოს არ ვქმნით… ვერ ვინატრებდით, რომ „ნაცმოძრაობის“ ეს რადიკალური, დესტრუქციული ძალები არ შემოსულიყვნენ პარლამენტში. ეს შეიძლება ყოფილიყო ჩვენი ოცნება, მაგრამ, ბუნებრივად ასე მოხდა. თუ მოახერხებენ ოპოზიციის წარმომადგენლები და გაემიჯნებიან სააკაშვილის ძალადობას და მის შანტაჟს, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით და მზად ვართ მათთან კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის, დიალოგისთვის, ცხარე დებატებისთვის და ყველაფრისთვის. მაგრამ, ჩვენ კატეგორიულად ვაცხადებთ უარს ნებისმიერ მოლაპარაკებაზე, რომელიც უკავშირდება რიგგარეშე არჩევნებს. ეს საკითხი არის დახურული. ეს საკითხი არ განიხილება“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა საპარლამენტო ტრიბუნიდან.  

მსგავსი თემები