ზურაბ დოიჯაშვილს საქართველოში დღეს ჩამოასვენებენ

ზურაბ დოიჯაშვილს საქართველოში დღეს ჩამოასვენებენ, ინფორმაციას კულტურის პალატის თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილი “ფეისბუქზე” ავრცელებს. 

მისი თქმით, სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება 24 თებერვალს ანჩისხატის ტაძარში, 15:00 საათიდან.

გამოსვენება 25 თებერვალს 14:00 საათზე ანჩისხატის ტაძრიდან.

მომღერალს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ. 

ზურაბ დოიჯაშვილი 14 თებერვალს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, ისრაელში გარდაიცვალა.

მსგავსი თემები