ყაჩაღობა-ძარცვა შემცირდა, კიბერდანაშაული გაიზარდა

შს მინისტრობის კანდიდატს, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ქვეყანაში რეგისტრირებული დანაშაულის მხრივ კლება შეინიშნება და ეს ციფრი 12%-ია. აღნიშული განცხადება ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში გააკეთა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

მისივე თქმით, შემცირდა ისეთი კატეგორიის დანაშაულები, როგორიცაა მკვლელობის მცდელობა, ყაჩაღობა, ძარცვა, გამოძალვა, ქურდობა, მათ შორის, ბინების გაქურდვის ფაქტებიც.

„გაიზარდა კიბერდანაშაული, რაც გლობალური გამოწვევაა და ინტერნეტრესურსების გაზრდილი გამოყენებით არის განპირობებული. ასევე, მომატებულია ოჯახში ძალადობის ფაქტებზე პოლიციისადმი მიმართვიანობა. ასევე, მომატებულია მკვლელობა 9 ფაქტით. რეგისტრირებულ დანაშაულზე ჩვენ საზოგადოებას ყოველთვიურად ვაწვდით ინფორმაციას. რა თქმა უნდა, გვრჩება გამოწვევებიც, რომელთა გადასაჭრელადაც სამინისტროში დაგეგმილია და მიმდინარეობს არაერთი რეფორმა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მსგავსი თემები