„ეს კონსტიტუცია ატარებს ძლიერ გზავნილს საქართველოს შესახებ“ – ევროკავშირის ელჩი

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა, რომელიც საქართველოს პარლამენტში კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო, საქართველოს კონსტიტუციასთან დაკავშირებით მედიასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის კონსტიტუცია, რომელიც ძლიერი გზავნილების მატარებელია.

„მინდა, აღვნიშნო, თუ რამდენად დიდი პატივია ჩემთვის, ამ დღესასწაულში მონაწილეობა, თქვენი პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილე, რადგან ეს იყო კონსტიტუცია, რომელსაც მე, როგორც ევროპელი, პატივს ვცემ. ამ კონსტიტუციის კითხვისას ნათელია, რომ საფუძველი, რომელიც ამ კონსტიტუციას უდევს, ატარებს ძლიერ გზავნილს საქართველოს შესახებ, რომ ის არის ევროპული ოჯახის, ფასეულობების ნაწილი.

ამ კონსტიტუციის პროგრესული თვისების შემყურე, რომელიც თანასწორ შესაძლებლობებს აძლევს ქალსა და კაცს, მხარს უჭერს საარჩევნო პროცესის სანდოობას, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები თავისუფლად შეკრებისა და სიტყვის თავისუფლების, პრესის თავისუფლების თვალსაზრისით, ეს მართლმსაჯულების მართლაც შესანიშნავი ნიმუშია. ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის ევროკავშირიდან პატივია აქ ყოფნა, რათა პატივი მივაგოთ ამ კონსტიტუციას“, – განაცხადა ელჩმა.

მსგავსი თემები