პარლამენტი მინისტრთა კაბინეტის წევრების დღესაც მოუსმენს

საკანონმდებლო ორგანო მინისტრთა კაბინეტის კანდიდატების მოსმენას დღესაც აგრძელებს. პარლამენტმა მთავრობა დაჩქარებული წესით, მომავალ კვირას უნდა დაამტკიცოს.

დღეს მინისტრობის კანდიდატებს რამდენიმე კომიტეტში მოუსმენენ. ჩანიშნულია განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა. სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ ნდობის მისაღებად წარდგენილი მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის 2021-2024 „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ განიხილავენ.

დღესვე, ასევე ჩანიშნულია ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების ერთობლივი სხდომა.

პარლამენტმა მთავრობა ორშაბათის სესიაზე უნდა დაამტკიცოს.

მსგავსი თემები