„თქვენ არ გაქვთ სხვა ალტერნატივა“ – ლიეტუველი დეპუტატი

„თქვენ არ გაქვთ სხვა ალტერნატივა და თუ არ გაქვთ სხვა ალტერნატივა, მაშინ გთხოვთ, დაელაპარაკეთ ერთმანეთს“ – აცხადებს საქართველოში სტუმრად მყოფი ლიეტუველი დეპუტატი და ორივე მხარეს ურჩევს საერთო ენის გამონახავას, წინააღმდეგ შემთხვევაში, გვაფრთხილებს, რომ ჩაგვყლაპავენ.  

„შეწყვიტეთ პოლიტიკური რეპრესიები! გაათავისუფლეთ პოლიტიკური პატიმრები! შეწყვიტეთ სასამართლო საქმეები, რომლებიც ხელს უშლის ამ დიალოგის გაგრძელებას და დაიწყეთ ხიდების მშენებლობა მომავლისკენ. ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ. ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი შეიძლება ჩამოვიდეს საქართველოში, ჩვენი პრეზიდენტი შეიძლება ჩამოვიდეს ქვეყანაში, მაგრამ ჩვენ ჩამოვალთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დიალოგი გაგრძელდება, მაგრამ არა კონფლიქტის მიმდინარეობისას. თუ გსურთ ლიეტუვას გზით წასვლა, გთხოვთ განაახლეთ დიალოგის პროცესი! “ – განაცხადა ჟიგიმანტას პავილიონისმა, რომელმაც ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ოპოზიცია მოლაპარაკებისთვის მზადაა.  

ლიეტუველმა დეპუტატმა შეხვედრა მმართველ გუნდთანაც გამართა და აღნიშნა, რომ საქართველო რუსეთს შიდა დაპირისპირებით დიდ საჩუქარს უკეთებს.

მსგავსი თემები