„საქართველო ან მიდის ლიეტუვას გზით, ან გადაიქცევა ბელარუსად“ – ლიეტუველი დეპუტატი  

საქართველოში სტუმრად მყოფი ლიეტუველი პოლიტიკოსი როგორც მმართველ გუნდს, ისე ოპოზიციას ურჩევს, საქართველომ ყველა არსებული შესაძლებლობა გამოიყენოს კრიზისის განსამუხტად. „ ვფიქრობ, რომ საქართველომ უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა, რადგან ეს რეალურად არის არჩევანი – საქართველო, ან მიდის ლიეტუვას გზით, ან გადაიქცევა ბელარუსად“ – განაცხადა ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისმა.

„თუ რეპრესიები და კონფლიქტი გაგრძელდება და თუ ეს არის წინ მიმავალი გზა, მაშინ საქართველოს შანსები უბრალოდ განადგურდება და თქვენ გაქვთ სხვა ქვეყნის მაგალითები, როგორიც არის უკრაინა და მოლდოვა. მინდა გითხრათ, რომ ევროკავშირსა და ნატო-ს მხოლოდ საუკეთესოები შეუერთდებიან, ასე რომ, ეს თქვენი არჩევანია. ან თქვენ გსურთ, რომ იყოთ საუკეთესოები, გსურთ, რომ იყოთ პროცესის ლიდერები, ან გსურთ იყოთ შიდა და გარე თავდასხმების მსხვერპლი და თქვენ დარჩებით რეგიონში სხვადასხვა ძალებს შორის, რომლებიც თქვენ უბრალოდ გაგგლეჯენ“ – განაცხადა ლიეტუველმა პოლიტიკოსმა.  

მსგავსი თემები