„თუ რეპრესიები გაგრძელდება, საქართველოს შანსები განადგურდება“ – ლიეტუველი დეპუტატი   

„პარტნიორი არ შეიძლება იყოს დაპატიმრებული…თუ რეპრესიები და კონფლიქტი გაგრძელდება, მაშინ საქართველოს შანსები უბრალოდ განადგურდება“ – აცხადებს საქართველოში სტუმრად მყოფი ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი, რომელიც როგოც ოპოზიციას, ისე მმართველ გუნდს ხვდება.

სტუმრის თქმით, ის მზადაა, მხარეებს შორის მედიატორის ფუნქცია საკუთარ თავზე იტვირთოს და აღნიშნა, რომ კონფლიქტის განმუხტვის მიზნით, ქვეყანაში ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი და  პრეზიდენტი ჩამოვა, თუ მხარეებს სურვილი ექნებათ.

„შევხვდი ნიკა მელიას. ასევე, ვაპირებ, რომ შევხვდე ყველა პოლიტიკურ ლიდერს და ხელისუფლების წარმომადგენლებს. დიალოგისთვის საჭიროა პარტნიორი, პარტნიორი არ შეიძლება იყოს დაპატიმრებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ ნამდვილად ვიმედოვნებთ, რომ ნიკა მელიას საქმე კეთილსაიმედოდ დასრულდება და გვექნება შესაძლებლობა, რომ ხელისუფლებასა და მთელს ოპოზიციას შორის მედიატორის როლი შევასრულოთ“ – განაცხადა ლიეტუველმა პოლიტიკოსმა.  

მსგავსი თემები