„ჩვენ კარი არასდროს დაგვიხურავს“ – კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მმართველო გუნდი დიალოგისთვის და მოლაპარაკებისთვის ყოველთვის მზად იყო და ოპოზიციისთვის კარი არასდროს დაუხურავს.  

„ქართულ ოცნებას“ დიალოგზე  არასდროს უთქვამს, ჩვენ კარი არასდროს დაგვიხურავს. „მოწოდებებს, რასაც ვისმენთ ორივე მხარის მიმართ, არის ის, რომ გარკვეულწილად ჩიხში არ შევიდეს ეს პროცესები, რაც რა თქმა უნდა, ქვეყანას, დემოკრატიას, ქვეყნის განვითარებას დააზიანებს“ – განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან.

მისივე შეფასებით, მმართველი გუნდი პარლამენტში ოპოზიციის შესვლის წინააღმდეგი არასდროს ყოფილა.   

„რაც შეეხება ოპოზიციის შესვლას პარლამენტში, ამის წინააღმდეგი ჩვენ არასდროს ვყოფილვართ და ის გადაწყვეტილებები, რომელიც ამ პერიოდში ჩვენი მხრიდან იყო და რა განცხადებებიც კეთდებოდა, მიმართული იყო იქით, რომ ოპოზიცია პარლამენტში შემოსულიყო. ჩვენ ამას მივესალმებით, რადგან იმ მხარდაჭერას, რაც მათ საზოგადოების გარკვეული ნაწილისგან მიიღეს, პატივისცემა სჭირდება. ჩვენი მხრიდან მხოლოდ მისასალმებელი იქნება ოპოზიციის პარლამენტში დაბრუნება“ – განაცხადა კალაძემ.

მსგავსი თემები