პარლამენტის წინ, აქციაზე 20 ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს ინფორმაციას, რომ  პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე 20 პირი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, ყველა დაკავებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 173-ე მუხლით აიყვანეს, რაც სამართალდამცავების მიმართ დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, მათ ინფორმაციას არ აწვდიან, სად არიან გადაყვანილები დაკავებულები.  

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წინ დაპირისპირება აქტივისტების მხრიდან კარვების გაშლის მცდელობას მოყვა.

მსგავსი თემები